×

07 მარტი, 2023

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართამმართველმა გუნდმა მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველი საკითხები შეათანხმა

ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გაახმოვანა გუნდის მიერ შეჯერებული საკითხები:

ქართული ოცნება მხარს დაუჭერს სახალხო დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას. კენჭისყრა გაიმართება სამშაბათს

განხილული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ახალი კანონპროექტი

ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა პირველი მოსმენით მიიღებს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ამერიკულ კანონს აგენტების თაობაზე და მის ქართულ ვარიანტს

ასევე შედგება სხვა მიმდინარე კანონპროექტების კენჭისყრა, მათ შორის ერთ-ერთია ევრორეკომენდაცია ქალთა ფინანსური გაძლიერების თაობაზე

დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება